გაბრიელ ანგელოზის წარგზავნა მარიამთან

გაბრიელ ანგელოზის წარგზავნა მარიამთან

ბიბლია, ლუკას სახარება, თავი 1:5-38

გალილეაში, პატარა ქალაქ ნაზარეთში, ცხოვრობდა ქალიშვილი, სახელად მარიამი. ის დანიშნული იყო იოსებზე, დურგალზე. მიუხედავად იმისა, რომ მარიამი და იოსები უბრალო ადამიანები იყვნენ, წარმოშობით მეფე დავითის შთამომავლები გახლდნენ. მათ უნდოდათ, უახლოეს ხანში დაქორწინებულიყვნენ.

ერთხელ, როცა მარიამი საოჯახო საქმით იყო დაკავებული, მის წინაშე გაჩნდა ანგელოზი გაბრიელი. იგი ღმერთმა გამოაგზავნა დედამიწაზე:

_ გიხაროდეს, მიმადლებულო, უფალი შენთანაა.

მარიამს ძალიან შეეშინდა და გაიფიქრა: `ასე ჯერ არავინ მომსალმებია~.

_ ნუ გეშინია, მარიამ, _ უთხრა ანგელოზმა, _ რადგან მადლი გაქვს ნაპოვნი ღმერთთან. შენ გააჩენ ძეს და სახელად დაარქმევ იესოს, რაც ნიშნავს მხსნელს. დიდი იქნება იგი, ძე უზენაესი ღმერთისა. და მისცემს მას უფალი დავითის ტახტს, და მის მეფობას არ ექნება დასასრული.

მარიამი თითქმის ვერ იგებდა ანგელოზის ნათქვამს.

_ მე ხომ ჯერ გათხოვილიც არ ვარ.…_ აკანკალებული ხმით თქვა მან.

_ ნებისმიერი ადამიანის ბავშვს ჰყავს მამა, _ თქვა ანგელოზმა, _ მაგრამ ძე, რომელსაც შენ გააჩენ, არ იქნება ჩვეულებრივი ბავშვი. მისი მამა არის ღმერთი. ამიტომაც გითხარი, რომ იგი იქნება ძე ღვთისა.

მარიამი ერწმუნა ანგელოზის სიტყვებს. ის, რასაც ღმერთი მრავალი საუკუნის წინ დაჰპირდა ხალხს, ძალიან მალე უნდა აღსრულებულიყო. თავად მარიამი კი დაპირებული მხსნელის დედა უნდა გამხდარიყო!

თუმცა იგი ვერ ხვდებოდა, როგორ უნდა მომხდარიყო ეს, ამიტომ ჰკითხა ანგელოზს:

_ როგორ მოხდება ეს?

მაშინ გაბრიელმა უპასუხა:

_ სულიწმიდა იზრუნებს ამაზე. უზენაესი ღმერთის ძალა მისცემს მას სიცოცხლეს. სწორედ ამიტომ, ბავშვი, რომელსაც შენ გააჩენ, წმინდა იქნება და დაერქმევა ძე ღვთისა!

მარიამს უნდოდა ყოფილიყი ღმერთის მორჩილი და თქვა:

_ მე უფლის მონა ვარ. დაე, იყოს ისე, როგორც შენ ბრძანე.

და გაშორდა მას ანგელოზი და დაბრუნდა ზეცაში.

კითხვები:

1) ვის გამოეცხადა ანგელოზი გაბრიელი? სად ცხოვრობდა მარიამი? ვისზე იყო ის დანიშნული? ვისი შთამომავლები იყვნენ ისინი?

2) რა უწინასწარმეტყველა ანგელოზმა მარიამს?

3) როგორი რეაქცია ჰქონდა მარიამს ანგელოზის სიტყვებზე?

50. გაბრიელ ანგელოზის წარგზავნა მარიამთან00:00 / 03:42