
სავლეს მოქცევა
ბიბლია, მოციქულთა საქმეების წიგნი, თავი 9:1-30
ერთ ადამიანს განსაკუთრებით უხაროდა სტეფანეს სიკვდილი. ეს იყო სავლე, ახალგაზრდა მწიგნობარი, ქრისტიანთა მდევნელი. ის ვერ ფარავდა კმაყოფილებას იმით, რომ სტეფანეს მკვლელობა მოხდა, რომელიც საკმაოდ დიდ როლს თამაშობდა ახლად დაარსებულ ქრისტიანულ ეკლესიაში. სტეფანეს სიკვდილის შემდეგ დაიწყო ქრისტიანთა საშინელი დევნა, რაშიც სავლე სიამოვნებით იღებდა მონაწილეობას. ის მიიჩნევდა, რომ ამით სამსახურს უწევდა ღმერთს.
ერთხელ სავლე დამასკოსკენ გაემგზავრა, სადაც განსაკუთრებულად ბევრი ქრისტიანი იყო. მას მათი დაპატიმრება უნდოდა, რათა იერუსალიმში ჩაეყვანა და ბოროტმოქმედებივით გაეგზავნა ციხეში. ამისთვის იგი წინასწარ მოემზადა და მღვდელმთავრისგანაც მიიღო ნებართვა.
როდესაც ის უკვე ახლოს იყო დამასკოსთან, ისეთი რამ მოხდა, რამაც სრულიად შეცვალა სავლეს ცხოვრება. მოულოდნელად იგი დააბრმავა მკვეთრმა სინათლემ. სავლე მიწაზე დაეცა და გაიგონა ხმა ციდან:
_ სავლე, სავლე! რატომ მდევნი მე?
შეშინებულმა სავლემ იკითხა:
_ ვინ ხარ, უფალო?
ხმამ კი უპასუხა:
_ მე ვარ იესო, რომელსაც შენ დევნი.
გაოგნებული სავლე კანკალებდა იესოს წინაშე, რომელზეც ყოველთვის ამბობდა, რომ ის ცრუწინასწარმეტყველი და მატყუარა იყო. და აი, სავლე, იესოს ეკლესიის სასტიკად მდევნელი, მიხვდა, რომ საშინლად ცდებოდა. ახლა მას გაუცხადდა, რომ იესო, რომელიც ციდან ელაპარაკებოდა, იყო ძე ღვთისა, მესია, რომელზეც ძველი წინასწარმეტყველნი წერდნენ.
ამის შემდეგ იესომ კიდევ თქვა:
_ ადექი და წადი ქალაქში! იქ გეტყვიან, რა უნდა ქნა.
სავლე ადგა, მაგრამ როცა თვალები გაახილა, მიხვდა, რომ დაბრმავებულიყო. მასთან ერთად მყოფმა ადამიანებმა ხელი მოჰკიდეს და დამასკოში წაიყვანეს. ქალაქში ყოფნისას ის სამი დღის განმავლობაში იყო ბრმა, არც სვამდა და არც ჭამდა არაფერს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის მხოლოდ ლოცულობდა და პატიებას სთხოვდა ღმერთს. სამი დღის შემდეგ ღმერთმა გაუგზავნა სავლეს კაცი, სახელად ანანია. მან ხელი დაადო პავლეს და ლოცვით სთხოვა ღმერთს, რომ თვალის სინათლე დაჰბრუნებოდა სავლეს. თვალის ახელის შემდეგ, სავლე მოინათლა და ქრისტიანული ეკლესიის წევრად იქნა მიღებული.
კითხვები განსახილველად
4 კითხვარა მიზნით გაემგზავრა სავლე დამასკოში?
ვინ მოიწონა მისი გეგმა?
რამ შეაყოვნა სავლე დამასკოს მახლობლად?
რას მიხვდა სავლე, როცა გზაში დაბრმავდა?