პეტრე და იოანე საფლავთან

პეტრე და იოანე საფლავთან

ბიბლია, იოანეს სახარება, თავი 20:1-10

ქალაქში დაბრუნებულმა მარიამ მაგდალინელმა პეტრე და იოანე ნახა.

_ უფლის სხეული წაიღეს, _ წამოიძახა მან, _ ჩვენ არ ვიცით, სად დაასვენეს იგი.

მას წარმოდგენაც არ შეეძლო, რომ იესო ცოცხალია, რომ ის აღდგა! რა თქმა უნდა, პეტრე და იოანე გაოცდნენ და რაც შეიძლება სწრაფად გაემართნენ უფლის დაკრძალვის ადგილისკენ. იოანე უფრო კარგი მორბენალი იყო და პირველმა მიაღწია იოსებ არიმათიელის ბაღამდე. და მან დაინახა, რომ ლოდი მართლაც გადაგორებული იყო და შესასვლელი კი _ ღია. მან შიგნით შეიხედა, მაგრამ არ შესულა. რა უცნაურია! სხეული არ არის, მხოლოდ ლამაზად დაკეცილი დასაკრძალავი ტილო დევს სამარხში. იოანე შესასვლელთან იდგა. მოირბინა პეტრემაც და სამარხში შესულმა მანაც იგივე სურათი ნახა _ ლამაზად დაკეცილი ტილო, რომელშიც მანამდე იესოს სხეული იყო გახვეული. იქვე იდო სუდარაც, თავზე რომ ეხვია. თუ იესოს სხეული მოპარულია, როგორც ამას მარიამი ამბობს, მაშინ ქურდები ტილოსაც წაიღებდნენ და არც აკლდამას არ დატოვებდნენ ასე მოწესრიგებულს!

პეტრეს შემდეგ სამარხში იოანე შევიდა. უცებ მას ასეთი აზრი მოუვიდა თავში: `იესო ცოცხალია! აი, რატომ არის სამარხი ცარიელი!~

მაშინ პეტრე და იოანე დაბრუნდნენ ქალაქში და მოძებნეს დანარჩენი მოწაფეები და ქალები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ იესო ცოცხალია და რომ ნახეს იგი! მოწაფეთა უმრავლესობა კი, რომლებიც ერთად გლოვობდნენ იესოს, ვერ იჯერებდნენ ამ სასიხარულო ამბავს.

კითხვები განსახილველად

3 კითხვა
  1. რა ამბავი შეატყობინა მარიამ მაგდალინელმა პეტრეს და იოანეს?

  2. რა ნახეს აკლდამაში პეტრემ და იოანემ?

  3. რა ირწმუნა იოანემ, როცა ცარიელი სამარხი იხილა?

89. პეტრე და იოანე საფლავთან00:00 / 02:56