იესო პილატეს წინაშე

იესო პილატეს წინაშე

ბიბლია, ლუკას სახარება, თავი 23:1-25

დილით იესო წაიყვანეს პილატესთან, რომის იმპერატორის წარმომადგენელთან. მას უნდა გადაეწყვიტა, დაესაჯა თუ არა იესო. მისი სასახლის წინ უკვე შეკრებილიყო დიდძალი ხალხი. პილატემ ხმამაღლა მიმართა შეკრებილებს:

_ მე არ შემიძლია ამ ადამიანისთვის ისეთი ბრალის წაყენება, რომელიც სასიკვდილო განაჩენს გულისხმობს, ამიტომ მე ვუბრძანებ მის დასჯას და გაშვებას.

_ არა, არა! _ ყვიროდა ბრბო, _ ჯვარს აცვი იგი, ჯვარს აცვი!

მეტი რაღა უნდა ექნა პილატეს? ეს ადამიანები აიძულებდნენ მას, სასიკვდილო განაჩენი გამოეტანა იესოსთვის. თუმცა პილატე დარწმუნებული იყო მის უდანაშაულობაში. უცებ მას ასეთი აზრი მოუვიდა თავში: ებრაელთა დღესასწაულ პასექზე არსებობდა ერთი პატიმრის გათავისუფლების ჩვეულება. `თუკი შევთავაზებ, რომ აირჩიონ მკვლელ ბარაბასა და იესოს შორის ერთ-ერთი, ისინი ნამდვილად იესოს აირჩევენ~. და პილატემ დაიძახა:

_ ვისი გათავისუფლება გინდათ ამ წელს, იესოსი თუ ბარაბასი?

_ ბარაბა, ბარაბა, ბარაბა! – ყვიროდა ბრბო.

მათი ყვირილი სასახლის შიდა ეზომდე ისმოდა. იქ მყოფი ჯარისკაცები იმით ერთობოდნენ, რომ დასცინოდნენ იესოს. ძლიერად გამათრახებისა და ცემის შემდგომ, მათ ჩააცვეს მეწამული ფერის სამეფო ზედა სამოსი, შემდეგ ეკლებისგან გვირგვინი შეკრეს, თავზე ჩამოაცვეს და დამცინავად გაიძახდნენ:

_ გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ! _ და მათრახებით სცემდნენ ისე, რომ მთელი ტანი სისხლით დაეფარა იესოს.

პილატე იმედოვნებდა, რომ ამის დამნახავ ხალხს გული მოულბებოდა. მან გაიყვანა იგი მათ წინაშე, მაგრამ არავის გამოუხატავს თანაგრძნობა, პირიქით, უფრო ხმამაღლა გაიძახოდნენ:

_ ჯვარს აცვი იგი! ჯვარს აცვი!

პილატეს სხვა გზა აღარ დარჩენოდა. მან მოატანინა საბანელი, ხალხის თვალწინ დაიბანა ხელები და თქვა:

_ მე უდანაშაულო ვარ ამ მართალი კაცის სიკვდილში. მაშ, უყურეთ! ვუბრძანებ, რომ ჯვარს აცვან იგი, მაგრამ ამის გამო დანაშაული თქვენს თავზე იქნება!

შემდეგ პილატემ ბარაბას გათავისუფლება ბრძანა, რომაელი ჯარისკაცები კი აგრძელებდნენ იესოს დამცირებას.

კითხვები განსახილველად

3 კითხვა
  1. როგორ აპირებდა პილატე იესოს გადარჩენას ხალხის სიძულვილისგან?

  2. რატომ აირჩია ხალხმა ბარაბა?

  3. როგორი მტანჯველი სასჯელის ატანა მოუწია იესოს?

86. იესო პილატეს წინაშე00:00 / 03:37