
იესოს შეპყრობა
ბიბლია, ლუკას სახარება, თავი 22:47-54
ბაღთან ბრბო გამოჩნდა. ადამიანები ჩირაღდნებით ინათებდნენ გზას. ისინი შეიარაღდნენ მახვილებით და კეტებით, თითქოს ყაჩაღის ან მკვლელის დასაჭერად მივიდნენ. მათი უმრავლესობა იყო მღვდელმთავრების და სინედრიონის წევრთა მსახური, მათ კი იუდა მიუძღოდა, ერთ-ერთი მოწაფეთაგანი.
_ ვის ეძებთ? _ იკითხა იესომ.
_ იესოს ნაზარეთიდან, _ გაისმა პასუხი ბრბოდან.
_ ეს მე ვარ.
იუდამ წინასწარ შეათანხმა მსახურებთან: `გაუგებრობა რომ არ მოხდეს, მე ვაკოცებ მოძღვარს მისალმების ნიშნად. ამ ნიშნით მიხვდებით, ვინ უნდა დააპატიმროთ~.
მაშინ, როდესაც იუდა მიუახლოვდა იესოს, მან დაბალი ხმით იკითხა:
_ კოცნით მღალატობ, მეგობარო?!..
ამ სიტყვებმა პირდაპირ გულში გაუარა იუდას, მაგრამ ის მაინც ეამბორა უფალს. ამ ნიშნის მიღების შემდეგ, ისინი ეკვეთნენ იესოს და დააპატიმრეს.
_ რატომ მაკავებთ აქ ამ შუაღამისას? მე ხომ ყოველდღე დავდიოდი ტაძარში, და თქვენ არ დაგიკავებივართ, _ თქვა იესომ, და ნება დართო მათ, გაეკოჭათ იგი ისე, რომ წინააღმდეგობა არ გაუწევია მათთვის.
შეშინებული მოწაფეები, რომლებმაც დაინახეს, როგორ მიჰყავდათ ქრისტე, გაიფანტნენ.
მტრებით გარშემორტყმული იესო წაიყვანეს იერუსალიმში, სადაც მას სასიკვდილო განაჩენი ელოდა.
კითხვები განსახილველად
3 კითხვაიესოსა და მისი მოწაფეების გარდა, კიდევ ვინ მივიდა გეთსიმანიის ბაღში?
რა გააკეთა იუდამ იესოსთან მისვლისას?
რატომ არ უწევდა წინააღმდეგობას იესო დაპატიმრებისას?