
იესოსთვის ზეთის ცხება ბეთანიაში
ბიბლია, იოანეს სახარება, თავი 12:1-8
პასექამდე ექვსი დღით ადრე იესო მოწაფეებთან ერთად მივიდა ბეთანიაში. როგორც ყოველთვის, ის გაჩერდა მარიამის, მართას და ლაზარეს სახლში. მომდევნო საღამოს ის ესტუმრა სიმონ კეთროვანს, რომელიც მანამდე განკურნა.
ვახშმობისას მართა ემსახურებოდა სტუმრებს. მარიამი ადგა, აიღო ალებასტრის ჭურჭელი ძვირფასი მირონით (ძვირფასი ზეთით) და მივიდა იესოსთან. მან ფრთხილად მოატეხა დაბეჭდილი თავი ჭურჭელს და თავსა და ფეხებზე დაასხა იესოს. შემდეგ თავისი გრძელი თმებით გაუმშრალა ფეხები მას. მთელ სახლში გავრცელდა ძვირფასი ზეთის სურნელი.
ზოგიერთი მათგანი გაუბრაზდა მარიამს. მათ დაენანათ ამგვარი ძვირფასი ზეთის ასე დახარჯვა. იუდა ისკარიოტელმა, რომელმაც მოგვიანებით უღალატა იესოს, თქვა:
_ რატომ არ გავყიდეთ ეს ზეთი სამას დინარად და არ დავურიგეთ ღარიბებს?
ასე იმიტომ კი არ თქვა, რომ ღატაკებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო. იუდას ებარა ყულაბა, რომელშიც ის ფული ინახებოდა, იესოს რომ სწირავდნენ, და ხშირად თავისთვის იტოვებდა ფულის ნარჩენს.
უფალმა აღკვეთა მოწაფეების უკმაყოფილება და მკაცრად თქვა:
_ მან კეთილი საქმე გამიკეთა. ღარიბები ყოველთვის გვერდით გეყოლებათ, მე კი არ ვიქნები ყოველთვის თქვენთან! მან წინასწარვე დამიზილა ზეთით სხეული და მოამზადა იგი დასაკრძალავად! მთელ მსოფლიოში, სადაც სახარებას იქადაგებენ, გაიხსენებენ მას და იმას, რაც მან გამიკეთა!
კითხვები:
1) ვისთან რჩებოდა იესო ბეთანიაში? როდის მივიდა იგი იქ?
2) რა გააკეთა მარიამმა?
3) რომელმა მოწაფემ გამოთქვა უკმაყოფილება მარიამის საქციელის გამო?