ღარიბი ქვრივის შესაწირავი

ღარიბი ქვრივის შესაწირავი

ბიბლია, მარკოზის სახარება, თავი 12:41-44

იერუსალიმში მისული იესო და მისი მოწაფეები მივიდნენ ტაძრის გარე ნაწილში. იქ იგი დაჯდა საჭურჭლესთან და აკვირდებოდა, თუ როგორ დებდნენ შიგ ფულს მიმსვლელები. იესო ხედავდა, რომ მდიდარი იუდეველები ბევრ ფულს სწირავდნენ, მაგრამ ამას აკეთებდნენ დემონსტრაციულად, რომ სხვებსაც მიექციათ მათთვის ყურადღება.

და აი, მოვიდა ერთი ღარიბი ქვრივი და ორი ყველაზე წვრილი მონეტა ჩააგდო საგანძურში. უფალმა იცოდა, რასაც ნიშნავდა ამ ქალისთვის ეს ფული. მან თავისთან მოიხმო მოწაფეები და თქვა:

_ ამ ქვრივმა ყველაზე მეტი შესწირა, რადგან სხვები მოჭარბებულს აგდებდნენ იქ, ქალმა კი ჩააგდო ყველაფერი, რაც ჰქონდა, მთელი თავისი ფული, რაც გამოსაკვებად სჭირდებოდა!

ეს შემთხვევა კარგ მაგალითად იქცა მისი მოწაფეებისთვის. იესოს უნდოდა ეჩვენებინა მათთვის, რომ შემოწირულის სიმრავლეს კი არ უყურებს ღმერთი, არამედ შემწირველის გულს! თვითონაც ასე უნდა მოიქცნენ მომავალში, როცა ეკლესიაზე ზრუნვა გახდება მათი მოწოდება.

კითხვები:

1) რამ მიიქცია იესოს და მისი მოწაფეების ყურადღება ტაძრის გარეთა ნაწილში?

2) რატომ არ დაინტერესდა იესო ტაძრისთვის შეწირული დიდი თანხით?

3) რატომ დაუსახელა მაგალითად იესომ მოწაფეებს ღარიბი ქვრივი?

80. ღარიბი ქვრივის შესაწირავი00:00 / 02:25