იესო ლოცავს ბავშვებს

იესო ლოცავს ბავშვებს

ბიბლია, ლუკას სახარება, თავი 18:15-17

ეს ამბავი მოხდა ერთ-ერთ ისეთ დღეს, როცა იესოს უამრავი ხალხი ეხვეოდა გარს და როდესაც ის საუბრობდა ღმერთსა და ღვთის სამეფოზე, კურნავდა ყველა დავრდომილსა და უსინათლოს, მოთმინებით სცემდა პასუხს მწიგნობრებს, რომლებიც პროვოკაციულ და ეშმაკურ კითხვებს უსვამდნენ ხოლმე. მის გარშემო ხალხის დიდი ბრბო იკრიბებოდა; მაგრამ ახლა მისკენ კიდევ ერთი ჯგუფი დაიძრა კაცების, ქალების და ბავშვების შემადგენლობით.

_ მოიცადეთ ცოტა ხანს, უთხრა მათ ვიღაცამ ბრბოდან, _ სად გინდათ წასვლა?

_ იესოსთან, _ უპასუხა ერთ-ერთმა ქალმა, _ გვინდა, რომ ჩვენი ბავშვები დალოცოს.

_ ბავშვები?! _ დამცინავად წამოიძახა ვიღაცამ იქ მდგომთაგან.

_ გეგონება, იესოს მეტი საქმე არ აქვს, ვიდრე ბავშვების დევნა! ვერ ხედავთ, რომ იქ უამრავი ავადმყოფია, რომლებიც განკურნებას ელიან? განა არ გესმით, რომ ის სერიოზულ და მნიშვნელოვან რამეებს ამბობს ღვთის სამეფოზე? თქვენ კი მოდიხართ თქვენი ბავშვებით და ჩვილებითაც კი, რომლებსაც არაფერი გაეგებათ ამ საქმისა!

_ ბავშვებისთვის არც არის საჭირო ყველაფრის გაგება, თუმცა შეუძლიათ გაიგონ, რომ ღმერთს უყვარს ისინი. ამიტომაც გვინდა ვთხოვოთ იესოს, რომ მან დალოცოს ჩვენი შვილები.…

_ ბავშვებზე ხომ არ დახარჯავს თავის ძვირფას დროს?!

_ გთხოვთ, გაგვიშვით!

საუბარი ხმამაღალ ტონალობაში გადავიდა. იესომ ყურადღება მიაქცია მოკამათეებს და თქვა:

_ გამოუშვით ჩემთან ბავშვები! მათ ეკუთვნით ღვთის სასუფეველი!

მოწაფეებმა გაკვირვებით შეხედეს იესოს. ბავშვების მშობლებმა სიხარულით გაარღვიეს ხალხის ნაკადი და იესოსთან მივიდნენ. მოწაფეები გაუბედავად მიუახლოვდნენ იესოს, რომ ენახათ, რა მოხდებოდა.

ქრისტემ კი მიმართა მათ:

_ მერწმუნეთ, ვინც არ მიიღებს ღვთის სასუფეველს ისე, როგორც ბავშვი, ვერ შევა მასში! ვინც არ იღებენ ღვთის სიყვარულს ისევე გულწრფელად, როგორც ბავშვები, ვერ დაიმკვიდრებენ ზეციურ სამეფოს.

შემდეგ იესომ რიგრიგობით აიყვანა ხელში ბავშვები და აკურთხებდა მათ, უფროსი ასაკის ბავშვებს კი თავზე ხელის დადებით ლოცავდა.

კითხვები განსახილველად

2 კითხვა
  1. რატომ არ უნდოდათ მოწაფეებს ბავშვების მიშვება იესოსთან?

  2. რას გულისხმობდა უფალი, როცა თქვა, რომ ღვთის სასუფეველი ბავშვებს ეკუთვნით?

75. იესო ლოცავს ბავშვებს00:00 / 03:22