
იგავი დაკარგული ცხვრის შესახებ
ბიბლია, ლუკას სახარება, თავი 15:3-7
ერთხელ იესო მწიგნობრებსა და ფარისევლებს ასეთ ისტორიას მოუყვა.
ერთი მწყემსი კეთილსინდისიერად უვლიდა თავის ცხვრებს. მას ასიოდე ცხვარი ჰყავდა და თვალყურს ადევნებდა, რომ არცერთი მათგანი დაკარგულიყო. მართლაც, ის კარგი მწყემსი გახლდათ, უყვარდა ცხოველები და ყველაფერს აკეთებდა, რომ დღის ბოლოს ისინი მაძღარნი და უვნებელნი დაბრუნებულიყვნენ სახლში. მაგრამ ერთხელ, შინ დაბრუნებულმა გადათვალა თავისი ცხვრები და აღმოაჩინა, რომ მხოლოდ ოთხმოცდაცხრამეტი ცხვარი იყო.
მწყემსმა კიდევ ერთხელ დათვალა, მაგრამ არა _ ისევ ოთხმოცდაცხრამეტი ცხვარი აღმოჩნდა! გამოდის, რომ ერთი ცხვარი დაიკარგა. უფსკრულში გადაიჩეხა თუ მგელმა შეჭამა? აუცილებლად უნდა იპოვოს მან ცხვარი!
მწყემსმა გულდასმით დაათვალიერა ფარა და აღმოაჩინა, რომ არ იყო იქ ის ბატკანი, რომელსაც შავი ლაქა ჰქონდა ცხვირზე.
მაშინ, როდესაც დარწმუნდა, რომ კარი კარგად იყო ჩაკეტილი, ის საძებნელად გაემართა. ცხადია, მას აწუხებდა, რომ ოთხმოცდაცხრამეტი ცხვარი მეთვალყურეობის გარეშე დარჩა, მაგრამ ამასთანავე არ შეეძლო დაყოვნება, რადგან დაკარგულ ბატკანს ყოველ წუთს ემუქრებოდა სასიკვდილო საფრთხე.
(სივრცე ილუსტრაციისთვის, გვ. 253)
აღელვებული მწყემსი ისე სწრაფად მირბოდა, რამდენადაც შესაძლებელი იყო. ბოლოს, ძალაგამოცლილმა, მიაღწია მთებამდე; მაგრამ დამშვიდება არ შეიძლებოდა _ ძებნა ახლა იწყებოდა. დროდადრო ის ჩერდებოდა და ეძახდა თავის ბატკანს და გაფაციცებით უსმენდა, ხომ არ გაისმებოდა ბატკნის ხმა, მაგრამ გარს შემოჯარული ბორცვებიდან მხოლოდ ექო ეპასუხებოდა. ოღონდ უფსკრულში არ ჩავარდნილიყო! – ნატრობდა მწყემსი. ბორცვებზე ასვლისას ის კვლავ და კვლავ ეძახდა თავის ბატკანს.
_ ბე-ე-ე-ე! _ უცებ მოესმა მას ბატკნის შორეული ხმა.
მწყემსის გული, რომელიც ისედაც აჩქარებით ცემდა სირბილისგან, ლამის მკერდიდან ამოხტა სიხარულისგან. მისი ბატკანი ჯერ კიდევ ცოცხალია!
მან სწრაფად გაიარა ის გზა, საიდანაც ბატკნის ხმა მოესმა. და აი, ისიც, მისი დანაკარგი! ცხოველი იდგა პატარა შვერილზე კლდეში, რომელიც ქარაფიდან მოჩანდა, და ის ვერც წინ ვერ მიდიოდა და ვერც უკან.
მწყემსმა შეათვალიერა კლდის ფერდობი, ხომ არ იყო იქ ბილიკი, რომლითაც ადგილამდე შეძლებდა მისვლას.
_ სახიფათოა, მაგრამ შესაძლებელია, _ დაასკვნა მან.
მწყემსი ფრთხილად ჩავიდა ქვევით, მხრებზე მოიგდო ბატკანი და ასევე ფრთხილად დაიწყო ზევით ასვლა. რა ბედნიერი იყო ის! და იმის მიხედვით, თუ როგორ ეკვროდა ბატკანი მის კისერს, შეიძლებოდა იმის გაგება, რომ მასაც უხაროდა გადარჩენა.
_ ასე დაეძებს ღმერთიც ადამიანებს, რომლებიც დაშორდნენ მას, _ დაასკვნა უფალმა იგავის დასრულებისას. _ გარწმუნებთ, ამაზე მეტად ხარობენ ზეცაშიც ერთი მომნანიე ცოდვილის გამო, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტი მართალი ადამიანის გამო, რომლებსაც არ სჭირდებათ მონანიება.
კითხვები:
1) რა ისტორიას (იგავს) მოუყვა იესო ფარისევლებს?
2) ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ მასში?
3) რას ნიშნავს `მონანიება~?