ქვრივის გარდაცვლილი ძის გაცოცხლება

ქვრივის გარდაცვლილი ძის გაცოცხლება

ბიბლია, ლუკას სახარება, თავი 7:11-16

იესო გაემგზავრა გალილეის მეორე ქალაქში _ ნაინში, და უამრავი ადამიანი მიჰყვებოდა მას. როდესაც ქალაქის კარიბჭეს მიუახლოვდა, იქიდან სამგლოვიარო პროცესია გამოდიოდა. საკაცეს, რომელზეც გარდაცვლილი ესვენა, მწუხარებით მოცული ქალი მიაცილებდა. მას ბევრი ადამიანი გამოჰყვა ქალაქიდან, რათა მისდამი თანაგრძნობა გამოეხატათ. ეს ქალი ქვრივი იყო, გარდაცვლილი კი მისი ერთადერთი ვაჟი გახლდათ.

იესომ დაინახა, თუ რამდენად უბედური იყო ქალი, შეებრალა იგი და უთხრა:

_ ნუ ტირი!

პროცესია შეჩერდა, იესო კი მივიდა საკაცესთან და თქვა:

_ ყმაწვილო! შენ გეუბნები, ადექი!

ყმაწვილი გაცოცხლდა, წამოდგა და დაიწყო ლაპარაკი. სასწაული მოხდა! იესომ შვილი დაუბრუნა დედას. რაღაც დროის განმავლობაში ყველა დუმდა, რადგან შიშით იყვნენ დამუნჯებულნი, მაგრამ შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს ძახილი:

_ დიდი წინასწარმეტყველი მოვიდა ჩვენთან! ღმერთმა გაიხსენა თავისი ხალხი!

ისრაელიანები ადიდებდნენ ღმერთს. ნაინის სასწაულის ამბავი სწრაფად გავრცელდა მთელ იუდეაში.

კითხვები:

1) რომელ ქალაქში მივიდა იესო?

2) ვინ შეხვდა მას ქალაქის შესასვლელთან?

3) როგორ რეაგირებდა ხალხი სასწაულზე?

66. ქვრივის გარდაცვლილი ძის გაცოცხლება00:00 / 02:24