
კეთროვნის განკურნება
ბიბლია, ლუკას სახარება, თავი 5:12-14
თავისი ამქვეყნიური მსახურებისას, იესოს ხშირად უწევდა მოგზაურობა. სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში გავლისას ის ხვდებოდა ავადმყოფებს, დავრდომილებს და კურნავდა მათ. მაშინდელ პალესტინაში გავრცელებული იყო საშინელი და განუკურნებელი დაავადება – კეთრი. ეს გახლდათ კანის გადამდები დაავადება.
ერთხელ იესო მოწაფეებთან ერთად იყო გალილეის ერთ-ერთ ქალაქში, სადაც კეთროვანი კაცი შეხვდა. უბედურმა მიირბინა იესოსთან, მუხლებზე დაემხო და შესძახა:
_ უფალო! თუ გსურს, შეგიძლია განმწმინდო და განმკურნო!
როგორი ნდობა ჰქონდა იესოსადმი ამ კაცს! უფალი ხელით შეეხო ავადმყოფს და თქვა:
_ მსურს, განიწმინდე!
ეს არ იყო იესოს მხოლოდ სურვილი, არამედ ღვთის ბრძანება. ვერავინ გაბედავდა ასე საუბარს ღმერთის გარდა!
და მოხდა სასწაული: კეთრი გაქრა. იესოს წინ იდგა ჯანმრთელი, სუფთა კანის მქონე და ბედნიერი მამაკაცი.
უფალს არ უნდოდა, რომ ამ კაცს ვინმესთვის ეთქვა მომხდარის შესახებ. მან უბრძანა – წასულიყო მღვდელთან, ეჩვენებინა განკურნებული კანი და მსხვერპლი შეეწირა ღმერთისთვის განკურნების გამო, როგორც მოსეს კანონით იყო დადგენილი. მაგრამ სასწაულის დამალვა შეუძლებელი გახლდათ. და კიდევ უფრო მეტი ხალხი მიდიოდა იესოსთან, რომ მოესმინათ მისთვის და განკურნებულიყვნენ.
კითხვები განსახილველად
3 კითხვარატომ იყო კეთროვანი ადამიანი საშიში სხვებისთვის?
რატომ იყო ასე გახარებული კეთროვანი იესოს დანახვისას?
რატომ არ უნდოდა იესოს, რომ კეთროვანს მოეყოლა სხვებისთვის თავისი განკურნების შესახებ?