
აბრაამის ისტორია - აღთქმული მიწა
ბიბლია, დაბადების წიგნი, თავი 12:1-9
ნოეს ვაჟებს ბევრი შვილი შეეძინათ, რომლებიც გამრავლდნენ და მთელ დედამიწაზე დასახლდნენ. რთული სათქმელია, კარგი ადამიანები იყვნენ ისინი თუ ბოროტები. ბევრმა მათგანმა დაივიწყა ჭეშმარიტი ღმერთი, რადგან ვერ ხედავდნენ მას. მათ მოიფიქრეს და გაიკეთეს თავიანთთვის კერპები, ანუ ცრუღმერთები, დიდი თუ პატარა ქანდაკებების სახით. ამ კერპებს ადამიანები ხისგან ან ქვისგან ამზადებდნენ. მათ განალაგეს სხვადასხვა ადგილას ეს კერპები, მუხლს იყრიდნენ მათ წინაშე, ლოცულობდნენ ამ გამოსახულებებისთვის და ამბობდნენ: `ესენი არიან ჩვენი ღმერთები; მათ შეგვქმნეს, ისინი გვაძლევენ საკვებს~.
დროთა განმავლობაში ადამიანების დიდი ნაწილი გახდა კერპთაყვანისმცემელი. ისინი ღმერთს კი არა, არამედ თავიანთი ხელით ნაკეთებ კერპებს ეთაყვანებოდნენ. ხშირად, კერპების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, მათს გამოსახულებებს ვერცხლისგან და ოქროსგან ამზადებდნენ.
ღმერთი ხედავდა ზეციდან, რომ ადამიანებმა ზურგი აქციეს მას და კერპთაყვანისმცემლებად იქცნენ, და ძალიან წუხდა ამის გამო; მაგრამ მან არ გაანადგურა ისინი, რადგან ერთ დღესაც დედამიწაზე მხსნელი უნდა მოსულიყო, რათა მომკვდარიყო ყველა ადამიანის ცოდვის გამო.
ღმერთმა ამოარჩია ერთი ადამიანი _ აბრაამი, რომლისგანაც თავისი განსაკუთრებული ხალხი უნდა შეექმნა. სწორედ აბრაამის შთამომავალთაგან უნდა მოვლენოდა მსოფლიოს მხსნელი.
ხმელთაშუა ზღვა კუნძული კვიპროსი
გალილეის ტბა
ქანაანელთა მიწა
მკვდარი ზღვა
მდ. ნილოსი
ეგვიპტე
მეწამული ზღვა
ხარანი
მდ. ტიგროსი
ბაბილონი
მდ. ევფრატი
ქალდეველთა ური
არაბეთის უდაბნო
და უთხრა უფალმა აბრაამს:
_ წადი შენი მიწიდან, მამაშენის სახლიდან, შენი ნათესავებისგან იმ მიწისკენ, რომელსაც მე გიჩვენებ. და შევქმნი შენგან დიდ ერს, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს.
აბრაამი და მისი ცოლი სარა გრძელ და მძიმე გზას გაუყვნენ. მათ თან წაიყვანეს აბრაამის ძმისშვილი _ ლოტი.
ღმერთმა მიუთითა აბრაამს ქანაანის მიწისკენ. აქ მან კიდევ ერთხელ გარკვევით გაიგონა უფლის ხმა:
_ ამ მიწას მივცემ შენს შთამომავლებს.
აბრაამს გაუხარდა და მიხვდა, რომ უკვე მიზანთან იყო ახლოს: `ქანაანი, აი, ის მიწა, საითკენაც მიმითითებდა ღმერთი~. აღმართა აბრაამმა საკურთხეველი, რათა მსხვერპლი შეეწირა უფლისთვის; მაგრამ სიტყვები შთამომავლების შესახებ გაუგებარი იყო მისთვის, რადგან მას და სარას არ ჰყავდათ შვილები. მიუხედავად ამისა, ის კვლავ ანდობდა თავის სიცოცხლეს ღმერთს.
ღმერთი ხშირად ეუბნებოდა აბრაამს: `გაკურთხებ და დაგიცავ შენ; და ვერავინ გაგიკეთებს ბოროტებას~. ღმერთი კმაყოფილი იყო აბრაამის და თავის მეგობრად მოიხსენიებდა მას.
კითხვები განსახილველად
3 კითხვავის ემსახურებოდა და სცემდა თაყვანს ადამიანთა უმრავლესობა?
რა ერქვა ადამიანს, რომელსაც ღმერთი თავის მეგობარს ეძახდა?
რას დაჰპირდა ღმერთი აბრაამს?