
ბაბილონის გოდოლი
ბიბლია, დაბადების წიგნი, თავი მე-11
დიდი წარღვნის შემდეგ, ნოეს შვილებს: სემს, ქამს და იაფეტს, მრავალი შვილი და შვილიშვილი შეეძინათ. აღსანიშნავია ის, რომ ადამიანები აღარ ცოცხლობდნენ ისე დიდხანს, როგორც წარღვნამდე. თუ ნოემ 950 წელი იცოცხლა, მისმა შვილმა სემმა უკვე 600 წელი იცხოვრა, ხოლო სემის შვილმა _ 430 წელი.
თუმცა მანამდე, სანამ ნოეს შთამომავალნი მთელ დედამიწაზე დასახლდებოდნენ, მოხდა შემდეგი მოვლენა. აღმოსავლეთიდან ადამიანები მიადგნენ შინყარის ქვეყანას. ყველა მათგანი ერთ ენაზე საუბრობდა. ერთხელაც მათ გაუჩნდათ მოსაზრება და უთხრეს ერთმანეთს:
_ წავიდეთ, მოვზილოთ აგურები და გამოვწვათ ისინი, რათა ავაშენოთ ქალაქი და კოშკი, ანუ გოდოლი, რომელიც ცას მისწვდება და სანამ მთელ დედამიწაზე გავიფანტებით, სახელს შევიქმნით.
ღმერთი ხედავდა მათს გადიდგულებას და თქვა მან:
_ ჩავალ ადამიანებთან და ავურევ ენებს, მაშინ ვეღარ შეძლებენ ისინი თავიანთი გეგმის განხორციელებას.
ერთ წუთში ადამინებმა ვეღარ გაიგეს ერთმანეთის სიტყვები, რადგან სხვადასხვა ენაზე დაიწყეს საუბარი. ამის გამო ისეთი გაუგებრობა ჩამოვარდა, რომ გოდლის მშენებლობაზე ფიქრი მიივიწყეს მათ.
და გაფანტა ღმერთმა ადამიანები სხვადასხვა მხარეს, ამ ქალაქს კი ეწოდა სახელად ბაბილონი, რაც ნიშნავს `აღრევას~.
სწორედ ასე ხსნის ბაბილონის გოდლის მშენებლობის ისტორია სხვადასხვა ენის გაჩენას მსოფლიო წარღვნის შემდეგ.
კითხვები:
1) რისი გაკეთება მოინდომეს ადამიანებმა დედამიწაზე გაფანტვის წინ?
2) რატომ არ გამოუვიდათ მათ ეს საქმე?
3) რას ნიშნავს ქალაქის სახელი `ბაბილონი~?