ტაძრის პირველი განწმენდა

ტაძრის პირველი განწმენდა

ბიბლია, იოანეს სახარებაm თავი 2:13-17

გალილეის კანიდან იესო თავის მოწაფეებთან, დედასთან და ძმებთან ერთად გაემგზავრა გალილეის ზღვის ერთ-ერთი ნავსადგურისკენ, პატარა დასახლება კაპერნაუმში და იქ გაჩერდა. კაპერნაუმში რამდენიმე დღით დაყოვნების შემდეგ, იესო წავიდა იერუსალიმში, პასექის დღესასწაულის აღსანიშნავად.

ტაძრის წინ არსებულ მოედანზე უამრავი ხალხი ირეოდა. აქ იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც ღმერთისთვის მსხვერპლის შეწირვა და ლოცვის აღვლენა უნდოდათ. თუმცა იყვნენ სავაჭროდ შეკრებილებიც. აღშფოთდა იესო ყველა ამ ვაჭრისა და ფულის გადამხურდავებლის გამო, რომლებიც დღესასწაულზე მოსულთა ხარჯზე მდიდრდებოდნენ. ტაძრის წინა მოედანი ბაზრობად იყო გადაქცეული. ღვთის სახლისადმი არავითარი მოწიწება არ იგრძნობოდა იქ.

უფალმა აიღო თოკები, მოწნა მათგან მათრახი და მისი საშუალებით გაყარა გარეთ ხარებისა და ცხვრების ვაჭრები. მტრედებით მოვაჭრეებს კი უთხრა:

_ ნუ გადააქცევთ მამაჩემის სახლს სავაჭრო სახლად.

მოვაჭრეები უსიტყვოდ გავიდნენ ტაძრის ტერიტორიიდან. ფულის გადამცვლელებმაც აღიარეს უფლის ავტორიტეტი. მან გადააყირავა მაგიდები, რომლებზეც გადასახურდავებელი ფული ეწყო და ისინი მიწაზე გაიფანტა. ხალხი ყველაფერს ხედავდა, რასაც იესო აკეთებდა, მაგრამ ვერავინ გაბედა მისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

კითხვები განსახილველად

2 კითხვა
  1. რა დაინახა იესომ ტაძრის წინა მოედანზე?

  2. როგორ მოიქცა იესო? რა უთხრა მან მოვაჭრეებს?

59. ტაძრის პირველი განწმენდა00:00 / 02:28