
იესოს გამოცდა უდაბნოში
ბიბლია, ლუკას სახარება, თავი 4:1-13
ღმერთისა და მისი ძის ყველაზე დაუძინებელი მოწინააღმდეგე იყო და არის ეშმაკი. იესო ქრისტე მასთან სასტიკ ბრძოლაში ჩაება. ეს ბრძოლა დაიწყო თითქმის მაშინვე, როცა იესო იორდანეში მოინათლა და მიიღო მამისგან დავალება _ დაეწყო თავისი მსახურება დედამიწაზე. წმინდა სულმა იესო წაიყვანა უდაბნოში, რათა გაეძლო ეშმაკის ცდუნებებისთვის.
„იესო სულიწმიდით აღვსილი დაბრუნდა იორდანიდან და სულით გაყვანილ იქნა უდაბნოში“.
ლუკას სახარება 4:1.
იესო ორმოცი დღისა და ღამის განმავლობაში მარხულობდა უდაბნოში, არაფერს ჭამდა და არც სვამდა.
მაცდური, ეშმაკი, რომელიც ყოველთვის ცდილობს ადამიანების ცდუნებას, მიუახლოვდა იესოს. იგი ფიქრობდა, რომ ახლა, როცა იესო შიმშილისგან იყო დასუსტებული, ადვილად ცდუნდებოდა. და მაშინ მისი მიზანი მიღწეული იქნებოდა _ თუკი მხსნელი შესცოდავდა, ის ვეღარასოდეს აიღებდა თავის თავზე სხვების ცოდვებს, და აღარასოდეს დადგებოდა ადამიანებისთვის ხსნის დღე.
და უთხრა ეშმაკმა იესოს:
_ თუკი შენ ხარ ძე ღვთისა, უბრძანე ქვებს, რომ პურებად გადაიქცნენ!
მაგრამ იესომ უპასუხა:
_ მარტო პურით კი არ ცოცხლობს ადამიანი, არამედ ყოველი სიტყვით, რომლებიც ღმერთის პირიდან გამოდის.
ეშმაკმა ვერაფერი დაუპირისპირა იესოს. მაშინ მან კიდევ ერთხელ სცადა მისი ცდუნება. აიყვანა იესო ძალიან მაღალ მთაზე, დაანახვა მსოფლიოს ყველა სამეფო და მათი დიდება და თავმომწონედ უთხრა:
_ ამ ყველაფერს მოგცემ შენ, თუ ახლა თაყვანს მცემ.
ამაზე იესომ უპასუხა:
_ გამშორდი, სატანა, რადგან დაწერილია: `მხოლოდ შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე~.
ამის შემდეგ ეშმაკმა მიიყვანა იესო იერუსალიმში, ტაძრის სახურავზე, და თვალთმაქცურად უთხრა:
_ შენ თუ ღვთის ძე ხარ, გადახტი აქედან, რადგან დაწერილია: `თავის ანგელოზებს უბრძანებს შენ შესახებ, რომ ხელში აყვანილებმა გატარონ და ფეხი არ წამოჰკრა რამეს~.
უფალმა იესომ აღარ გააგრძელა მაცდურთან კამათი, რომელიც ასე უკუღმა განმარტავდა ბიბლიას. მან უპასუხა წმინდა წერილის სიტყვებით: `ნუ გამოცდი შენს ღმერთს~.
და გაწბილებული ეშმაკი გაეცალა იესოს.
კითხვები განსახილველად
3 კითხვარატომ ცდილობდა ეშმაკი უფალ იესოს საქმის განადგურებას?
ვინ წაიყვანა იესო უდაბნოში?
რომელი სამი საცდურით სცადა ეშმაკმა იესოს ცდუნება? რას პასუხს სცემდა იესო ეშმაკს?