იესო ინათლება

იესო ინათლება

ბიბლია, ლუკას სახარება, თავები 3:1-18, 21-ე, 22-ე

ზაქარიას და ელისაბედის ძის – იოანეს – დაბადება, ასევე იყო ნაწინასწარმეტყველები გაბრიელ ანგელოზის მიერ. ღმერთმა იოანეს განსაკუთრებული მსახურება განუსაზღვრა. ამ მომენტისთვის ის უკვე გაიზარდა და იუდეის უდაბნოში ცხოვრობდა.

აქ, უდაბნოში, სადაც არაფერს არ უნდა გაეფანტა მისი ყურადღება სულიერი ფიქრებისგან, იოანეს სურდა ეპოვა სრულყოფილი სიმშვიდე და ესმინა ღმერთისთვის.

_ წადი იორდანისკენ და იქ იქადაგე! _ მოესმა მას ღმერთის ხმა.

ღმერთმა ისიც უთხრა, თუ რაზე უნდა ესაუბრა მას.

იოანე მორჩილად გაემართა იქ, სადაც უფალმა მიუთითა. აქ მას ჰქონდა ურთიერთობა ყველა ადამიანთან, რომლებიც იორდანის ველის გასწვრივ მდებარე სოფლებში ცხოვრობდნენ, და ეუბნებოდა მათ:

_ მოინანიეთ! შეცვალეთ თქვენი ცხოვრება! ღვთის სასუფეველი მოვა დედამიწაზე! იყავით მზად, ის სულ მალე დადგება! არ შეიძლება დარჩეთ ისეთებად, როგორებიც ახლა ხართ!

თავიდან ადამიანებს უცნაურად ეჩვენებოდათ მისი მოწოდება. ზოგი დასცინოდა იოანეს, ზოგს აღიზიანებდა მისი სიტყვები. თუმცა ისეთებიც იყვნენ, რომლებიც გრძნობდნენ, რომ ეს ადამიანი ღვთის სიტყვას ქადაგებდა.

_ მოინათლეთ! _ მოუწოდებდა მათ იოანე. _ მე თქვენ გნათლავთ იორდანის წყალში ჩაფლობით. ეს ნიშანია: წყალში განბანით თქვენ უბრალოდ ჭუჭყს კი არ იცილებთ, არამედ ყველას აუწყებთ, რომ ამთავრებთ ძველებურად ცხოვრებას. ნათლობა ახალი ცხოვრების დასაწყისად უნდა იქცეს თქვენთვის.

ბევრი მოინათლა. ისინი უყვებოდნენ მეგობრებსა და ახლობლებს, ამიერიდან ახალი ცხოვრების დაწყება უნდოდათ. მათი სიტყვები ინტერესს იწვევდა მსმენელებში, რომლებსაც იოანეს გაცნობის სურვილი უჩნდებოდათ.

ზოგიერთი მათგანი ეკითხებოდა იოანეს:

_ გვითხარი, რა უფლებით ნათლავ ადამიანებს და ითხოვ მათგან ცხოვრების წესის შეცვლას? განა შენ ხარ ძე ღვთისა, რომელზეც წინასწარმეტყველები ამბობდნენ?

_ არა, _ პასუხს სცემდა იოანე. _ მე არ ვარ ის, ვისზეც თქვენ საუბრობთ, მაგრამ ჩემზეც ითქვა მრავალი წლის წინ ესაია წინასწარმეტყველის მიერ: `გაისმება მღაღადებლის ხმა უდაბნოში, რათა მოუმზადოს გზა უფალს~. მე მოვედი, რომ წყლით მოგნათლოთ, მაგრამ ვისაც თქვენ ელოდებით, წმინდა სულით მოგნათლავთ. ის იმდენად დიადია, რომ მე მისი ფეხსაცმლის თასმის გახსნის ღირსიც კი არ ვარ.

სანამ იოანე ლაპარაკობდა, დაინახა, რომ მისკენ იესო მოდიოდა. ყველა გაიწია, რათა გზა დაეთმო მისთვის. მაშინ იოანემ შესძახა: _ შეხედეთ, აი, ღვთის კრავი, რომელიც თავის თავზე იღებს კაცობრიობის ცოდვებს! სწორედ ახლა ახდა წინასწარმეტყველება. აი ის, ვისზეც გეუბნებოდით! _ და წინასწარმეტყველმა იესოზე მიუთითა ხალხს.

როდესაც იესო მიუახლოვდა იოანეს, უთხრა:

_ მე მოვედი შენთან, რომ მომნათლო.

_ მე რომ მოგნათლო?! _ გაუკვირდა იოანეს. _ ეს მე უნდა მოვინათლო შენგან!

_ ასე უნდა მოხდეს ყველაფერი. ღმერთს სურს ასე.

ორივე შევიდა იორდანის წყლებში. იოანემ ხელები დაადო იესოს თავზე და წყალში ჩაფლა იგი ისევე, როგორც სხვებს ნათლავდა. მაგრამ მოხდა უცნაური რამ. როდესაც იესო წყლიდან ამოდიოდა, სულიწმიდა დაეშვა მასზე მტრედის სახით. შემდეგ კი ყველას მოესმა ხმა:

_ ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც ავირჩიე და მოვიწონე მე!

იოანემ აღასრულა თავისზე დაკისრებული საქმე. მან უთხრა ხალხს, რომ მოვა მხსნელი. და აი, ის აქ არის _ იესო ნაზარეთიდან, ძე ღვთისა. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ყველა იუდეველმა ირწმუნა მისი. არა, მხოლოდ ზოგიერთმა აღიარა იგი თავის უფლად.

(სივრცე ილუსტრაციისთვის, გვ. 205)

კითხვები განსახილველად

3 კითხვა
  1. სად ცხოვრობდა იოანე წლების განმავლობაში?

  2. ვინ დაავალა მას ხალხის მონათვლა? ვის შეეძლო ცოდვების `ჩამობანა~?

  3. რა თქვა მამა ღმერთმა ზეციდან, როცა იესო წყლიდან ამოდიოდა?

55. იესო ინათლება00:00 / 05:16