დანიელი მეფე დარიოსის კარზე

დანიელი მეფე დარიოსის კარზე

ბიბლია, დანიელის წიგნი, თავი მე-6

მიდიელების და სპარსელების ახალ სამეფოს მართავდა მეფე კიროსი. მან ბაბილონის მეფედ დააყენა მიდიელი დარიოსი. დარიოსმა დანიშნა ას ოცი სატრაპი, რომლებსაც სამეფო უნდა ემართათ. მათ კი ზედამხედველობდა სამი დიდებული, რომლებიც ამყარებდნენ წესრიგს მთელ სამეფოში. დიდებულთაგან ერთ-ერთი იყო დანიელი. მეფე დარიოსი დიდად აფასებდა დანიელს, მაგრამ სამეფო კარზე იყვნენ ისეთი მსახურებიც, რომლებსაც შურდათ დანიელის წარმატების. იმისთვის, რომ თავიდან მოეშორებინათ დანიელი, მათ დაისახეს მზაკვრული გეგმა. ერთხელ ისინი მივიდნენ მეფესთან და თქვეს:

_ მეფეო, დღეგრძელი იყავი! შენ ძლევამოსილი, კეთილშობილი და მოწყალე მეფე ხარ. ყველა ადამიანი შენი მოწყალებით ცოცხლობს; მაგრამ ბევრმა არაფერი იცის ამის შესახებ. ამიტომ მოვიფიქრეთ, როგორ გავხადოთ ყველასთვის ცნობილი შენი მოწყალება. განკარგულება უნდა გამოსცე, რომ ერთი თვის განმავლობაში არავინ სთხოვოს ვინმეს მოწყალება შენ გარდა. არც ადამიანს არ უნდა სთხოვონ და არც ღმერთს, და მხოლოდ შენ უნდა მოგმართონ თხოვნით. მაშინ ყველა გაიგებს, რამდენად მოწყალე ხარ.

_ ეს კარგი აზრია, _ გაიფიქრა მეფემ, რადგან ესიამოვნა ამგვარი მლიქვნელობა. _ მე ხელს მოვაწერ ამ განკარგულებას, ხოლო ნებისმიერი მისი დამრღვევი აღმოჩნდება ლომებით სავსე ორმოში.

47. დანიელი მეფე დარიოსის კარზე00:00 / 02:26