
აღთქმის კიდობანი სიონის მთაზე
ბიბლია, მეფეთა მე-2 წიგნი , თავი 5:7-11
საბოლოოდ, დავითი მეფე გახდა, როგორც ღმერთი დაჰპირდა მას. ის დაიბადა ბეთლემში და იქვე მწყემსავდა ცხვარს, მაგრამ გამეფების შემდეგ იერუსალიმში გადავიდა საცხოვრებლად.
იერუსალიმი საოცრად ლამაზი ქალაქი გახლდათ. ის რამდენიმე ბორცვზე იყო გაშენებული და ერთ-ერთ მათგანს ერქვა სიონის მთა. ამ მთაზე დავითმა აიშენა სასახლე. მას ძალიან უყვარდა ღმერთი და უნდოდა, გვერდით ჰქონოდა უფლის კიდობანი. და აი, დადგა დრო, რომ მის მოსატანად წასულიყო.
მრავალი მღვდელი ახლდა თან დავითს. ხალხიც მიჰყვებოდა მეფეს და სხვადასხვა საკრავზე უკრავდა _ არფებზე, საყვირებზე, ფლეიტებზე, ნაღარასა და ქნარზე. ამ ინსტრუმენტებზე დაკვრას თან ახლდა ღვთის სადიდებელი ჰიმნების მღერა. დავითი ქნარზე უკრავდა და დანარჩენ მუსიკოსთა და მომღერალთა გვერდით მიდიოდა. მათ უკან მღვდლებს მიჰქონდათ აღთქმის კიდობანი.
რა მშვენიერი სანახავი იყო ეს მსვლელობა, როგორი ამაღელვებელი გახლდათ ღვთის სადიდებელი გალობის მოსმენა! უამრავი ხალხი გამოდიოდა მსვლელობისას. მათ ესმოდათ, როგორ ადიდებდა დავითი ღმერთს ქნარზე დაკვრით. რა ბედნიერი იყო იგი იმ დღეს!
კიდობანი აიტანეს სიონის მთაზე, რომლის მწვერვალი გარშემორტყმული გახლდათ კედლებით, მათ შორის კი ჩატანებული იყო კარი. საზეიმო მსვლელობის მოახლოებისას კარი ფართოდ გახსნეს, რომ შეეშვათ კიდობნის მზიდველნი და მეფე. დავითმა წინასწარ გაამზადებინა ადგილი, სადაც მოათავსეს ფარდებით დაფარული კიდობანი. მგალობლები მღეროდნენ საგალობელს _ `ადიდეთ უფალი!~, რომელიც თავის დროზე დავითმა დაწერა. იმ დღეს მეფემ მსხვერპლი შესწირა ღმერთს და აკურთხა ისრაელიანი ხალხი.
დავითს უხაროდა, რომ ამიერიდან კიდობანი მისი სასახლის სიახლოვეს იქნებოდა. ყოველდღე მგალობლები მღეროდნენ ღვთის სადიდებელ საგალობლებს.
მეფე დავითი ყოველთვის არ იყო თავის სასახლეში, მას ხშირად უწევდა ბრძოლა ფილისტიმელებთან და ისრაელის სხვა მტრებთან. მაგრამ ყოველთვის, როცა ღმერთი ამარჯვებინებდა დავითს და მის ხალხს, იგი ბრუნდებოდა სიონის მთაზე, ადიდებდა უფალს და მადლიერებას გამოხატავდა მინიჭებული გამარჯვებისთვის.
კითხვები განსახილველად
2 კითხვარომელ ქალაქში იყო დავითის სამეფო რეზიდენცია?
როგორ გამოხატა დავითმა თავისი სიხარული კიდობნის დაბრუნებისას?