
ისრაელი ითხოვს მეფეს
ბიბლია, მეფეთა 1-ელი წიგნი, თავები: მე-8, მე-9, მე-10
სამუელი ძალიან დაბერდა. მრავალი წლის განმავლობაში ის იყო ადამიანი, რომლის მეშვეობითაც ღმერთი ისრაელს ხელძღვანელობდა. იგი გახლდათ მსაჯული, რომელიც საკამათო სიტუაციებს აგვარებდა და ასევე იყო წინასწარმეტყველი, რომელიც ხალხს ღვთის მორჩილებისკენ მოუწოდებდა. მაგრამ ისარელიანებს უნდოდათ, რომ მათ, სხვა ერების მსგავსად, თავიანთი მეფე ჰყოლოდათ და არა მსაჯული.
ისინი მივიდნენ სამუელთან და უთხრეს:
_ დაგვიდგინე მეფე!
სამუელს ძალიან ეწყინა. მან დაიწყო ლოცვა და ღმერთმა უპასუხა მის ლოცვას:
_ ისმინე ხალხის ხმა,…შენ კი არ უარგყვეს, არამედ მე, რათა არ მემართა ისინი მეფის მსგავსად.
მაშინ სამუელმა შეკრიბა ყველა ისრაელიანი და უთხრა:
_ ღმერთი მოგცემთ თქვენ მეფეს, მაგრამ აი, რა ვალდებულებები გექნებათ მის წინაშე: თქვენი ძეები იმსახურებენ მის ჯარში, ზოგიერთი მათგანი იქნება ეტლების გამცილებელი მხედარი, ზოგიერთი დაამზადებს იარაღს და აღჭურვილობას ეტლებისთვის, სხვები კი მიწას დაამუშავებენ და მოსავალს მოიწევენ მისთვის. თქვენი ქალიშვილები საჭმელს მოუმზადებენ და პურს გამოუცხობენ მას.
საუკეთესო ვენახს, მინდვრებს და ბაღებს ჩამოგართმევთ თქვენ და გადასცემს თავის მსახურებს. მოსავლის მეათედსაც გამოგართმევთ და იმასაც თავის მსახურებს მისცემს.
თქვენი საუკეთესო მონები მის სასარგებლოდ იმუშავებენ. მაშინ კი ინანებთ, რომ მეფის ყოლა მოინდომეთ, და ღმერთს შეევედრებით, რომ გიხსნათ მისგან, მაგრამ ღმერთი აღარ შეისმენს თქვენს თხოვნას.
თუმცა მათ ყურადღება არ მიაქციეს სამუელის სიტყვებს და განაგრძობდნენ ძახილს:
_ ჩვენ მეფის ყოლა გვინდა!
მაშინ ღმერთმა უბრძანა მათ, დაესვათ თავიანთ მეფედ საული. საული იყო ახალგაზრდა, ლამაზი და ყველაზე მაღალი კაცი ისრაელში. ისრაელიანებმა სიხარულით მიიღეს იგი და იძახდნენ:
_ დღეგრძელი იყოს მეფე!
თუმცა საული არ გახლდათ კარგი მეფე. იგი არ იცავდა ღვთის მცნებებს და ხშირად იქცეოდა თვითნებურად. სწორედ ამიტომ ღმერთმა არ ისურვა, რომ საულის შთამომავლები გამეფებულიყვნენ ისრაელში. როცა ის ჯერ კიდევ მეფობდა, ღმერთმა შეარჩია ახალგაზრდა კაცი, რომელსაც უნდა ემართა მისი ხალხი საულის სიკვდილის შემდეგ.
(სივრცე ილუსტრაციისთვის, გვ. 135)
კითხვები განსახილველად
3 კითხვავინ იყო სამუელი ხალხისთვის? რა უნდა ეკეთებინა მას?
რატომ უნდოდა ხალხს მეფე?
რა თქვა ამის შესახებ ღმერთმა?