
კაენი და აბელი
ბიბლია, დაბადების წიგნი, თავი მე-4
სამოთხიდან განდევნის შემდეგ ადამი და ევა მოშორებით დასახლდნენ. მათ ეყოლათ ორი ვაჟი _ კაენი და აბელი. ისინი, ადამის მსგავსად, მძიმე სამუშაოს ეწეოდნენ. კაენი მიწას ამუშავებდა, აბელი კი ცხვრებს მწყემსავდა.
ამიერიდან ღმერთი აღარ მიდიოდა მათთან სასაუბროდ ადრინდელივით ხშირად; მაგრამ ხანდახან ის ჯერ კიდევ ესაუბრებოდა ადამიანებს და უფლებას აძლევდა, თხოვნით მიემართათ მისთვის.
ერთხელ კაენმა და აბელმა გადაწყვიტეს – მსხვერპლი შეეწირათ ღმერთისთვის. კაენმა მიწის ნაყოფი მიიტანა მსხვერპლად, აბელმა კი თავისი საუკეთესო ბატკანი მიიყვანა სამსხვერპლოსთან. ღმერთმა აბელის მსხვერპლი მიიღო, კაენისა კი უარყო. ღმერთისთვის მთავარია, თუ როგორი გულით მიდის მასთან ადამიანი. კაენის გული არ იყო ღვთისადმი მიძღვნილი. მას სახე მოეღუშა, რადგან შურდა თავისი ძმის.
ღმერთი ხედავდა კაენის გულს და დროს აძლევდა, რომ დაფიქრებულიყო და ხელი აეღო თავის განზრახვაზე. მან ჰკითხა: `რა მოგდის? შეხედე შენს გულს, იგი საფრთხეშია. ბოროტება შემოგეპარა, მაგრამ ნუ მისცემ მას შენში შემოსვლის საშუალებას~. თუმცა კაენი არ უსმენდა. მას არ ჰქონდა ღვთისადმი სიყვარული ისე, როგორც აბელს. კაენს მხოლოდ საკუთარი თავი უყვარდა. და რაც უფრო მეტს ფიქრობდა იგი აბელზე, მით მეტად სძულდა ის. ბოლოს კი მოხდა საშინელება.
ერთხელ, როცა ძმები მინდორში იყვნენ, კაენი თავს დაესხა აბელს და მოკლა იგი. აბელი იყო პირველი ადამიანი დედამიწაზე, ვინც მოკვდა. ასე მიიყვანა სიძულვილმა კაენი ძმის მკვლელობამდე.
მალე კაენს შემოესმა ღმერთის ხმა, რომელიც ეკითხებოდა:
_ სად არის აბელი, შენი ძმა?
_ არ ვიცი, _ უპასუხა გაბოროტებულმა კაენმა. _ მე ჩემი ძმის დარაჯი ხომ არ ვარ?!
ღმერთმა კი უთხრა:
_ დავინახე შენი ძმის დანთხეული სისხლი. ამის გამო მე დაგსჯი, რადგან უფლება მიეცი ბოროტებას – დაუფლებოდა შენს გულს. შენ დატოვებ საკუთარ სახლს და უცხო მხარეში წახვალ, მარადიულად იხეტიალებ და არსად გექნება მოსვენება.
და კაენი წავიდა იმ ადგილიდან, სადაც მას ღმერთი ესაუბრებოდა. ასე დაკარგეს ადამმა და ევამ ორივე შვილი, რადგან კაენი წავიდა მათგან, აბელი კი მოკვდა.
(სივრცე ილუსტრაციისთვის,Gგვ. 25)
წარმოიდგინეთ, როგორ გლოვობდნენ ისინი აბელს! თუმცა, შესაძლოა, ისინი კაენის გაბოროტებას გლოვობდნენ. ან კიდევ იმას, თუ რატომ შეჭამეს მათ სატანის მიერ შეთავაზებული აკრძალული ხის ნაყოფი... ეს რომ არ გაეკეთებინათ, არასოდეს დაკარგავდნენ ღმერთთან ურთიერთობისა და ედემის ბაღში ცხოვრების ბედნიერებას, კაენი არ გაბოროტდებოდა, აბელი კი ცოცხალი იქნებოდა.
მოგვიანებით, კაენმა ცოლი მოიყვანა და შვილები შეეძინა, რომლებსაც ბოროტი და სასტიკი გულები ჰქონდათ. მათ არ უყვარდათ ღმერთი და არ ისმენდნენ მის სიტყვას. ღმერთს შეეცოდა ადამი და ევა, და მისცა მათ კიდევ ერთი ძე, რომელიც ღმერთის ერთგული გახლდათ; მისი სახელია _ შეთი. ადამისა და ევასთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ისინი ხვდებოდნენ, რომ კაენის მოდგმაში არ გაჩნდებოდა მხსნელი. შეთის შვილებს კი უყვარდათ ღმერთი.
ამგვარად, დედამიწაზე ცხოვრობდა ორი მოდგმა: კაენის შვილები და შეთის შვილები. ბიბლია შეთის შვილებს უწოდებს ღვთის ძეებს, კაენის შვილებს კი _ ადამიანის ძეებს.
კითხვები განსახილველად
3 კითხვარატომ მიიღო ღმერთმა აბელის მსხვერპლი, კაენისა კი _ არა?
რა გააკეთა კაენმა და რატომ?
რატომ იყო მნიშვნელოვანი, რომ შეთი დაბადებულიყო?