
სპილენძის გველი
ბიბლია, რიცხვთა წიგნი, თავი 21:4-9
დიდხანს ხეტიალობდა ისრაელიანი ხალხი უდაბნოში. ზოგჯერ, როცა ძალიან ახლოს იყვნენ ქანაანთან, ღრუბელი სხვა მხარეს გადაუხვევდა ხოლმე და ხალხი იძულებული იყო, ისევ უდაბნოში დაბრუნებულიყო. ისინი ძალიან განიცდიდნენ ამას, რადგან ოცნებობდნენ ქანაანში შესვლაზე. ებრაელებს რომ არ ეწუწუნათ, ღმერთი დიდი ხნით ადრე შეიყვანდა მათ აღთქმულ მიწაზე, მაგრამ უფალმა დასაჯა ისინი და არ შეუშვა იქ.
ერთხელ ისრაელიანები კვლავ აუჯანყდნენ ღმერთს და მოსეს:
_ რატომ გამოგვიყვანე ეგვიპტიდან? ჩვენ შიმშილისგან დავიხოცებით უდაბნოში. აქ არ არის არც პური, არც წყალი, და უკვე მოგვწყინდა მანანის ჭამა.
ღმერთმა ამის სანაცვლოდ დიდი სასჯელი მოუვლინა ისრაელიანებს: შხამიანი გველები, რომლებიც კბენდნენ მათ. ძალიან ბევრი მათგანი დაიღუპა გველის ნაკბენისგან.
ბოლოს შეინანა ხალხმა და მიმართა მოსეს:
_ შევცოდეთ, როცა ღმერთს და შენ გსაყვედურობდით. ილოცე, რომ ღმერთმა გვიხსნას ამ გველებისგან.
მოსემ ილოცა ხალხისთვის. ღმერთმა კი შეისმინა მისი ლოცვა და უთხრა:
_ აიღე სპილენძი და გააკეთე მისგან გველის გამოსახულება. დაამაგრე იგი სარზე, რომ ხალხი ხედავდეს მას და უთხარი, რომ ყველამ, ვისაც გველი უკბენს, შეხედოს სპილენძის გველს და ისინი გადარჩებიან და იცოცხლებენ.
(სივრცე ილუსტრაციისთვის, გვ. 119)
ხალხს, რომელსაც გველი უკბენდა, ბანაკის ნებისმიერი ადგილიდან შეეძლო აეხედა და დაენახა სპილენძის გველი. ვინც ასე მოიქცეოდა, მას უბრუნდებოდა ჯანმრთელობა და წინანდელი ძალ-ღონე. განკურნებული ისრაელიანები სასწრაფოდ დგებოდნენ ფეხზე და ადიდებდნენ ღმერთს. თუმცა, სამწუხაროდ, ყველას არ სჯეროდა, რომ განსაკურნებლად სპილენძის გველისთვის შეხედვა იყო საკმარისი და არ უყურებდნენ მას, რის გამოც იხოცებოდნენ კიდეც. მაგრამ ისინი ვერ აცნობიერებდნენ, რომ სპილენძის გველი კი არ აძლევდა ადამიანებს სიცოცხლეს, არამედ ღმერთი! ხალხს მხოლოდ ის მოეთხოვებოდა, რომ ერწმუნა და მოქცეულიყო ამგვარად, რათა გადარჩენილიყო.
კითხვები განსახილველად
3 კითხვარა ქნეს ისრაელიანებმა, როცა დიდხანს დარჩნენ უდაბნოში?
როგორი სასჯელი მიუვლინა მათ ღმერთმა?
რის გაკეთება უბრძანა ღმერთმა მოსეს, რათა განეკურნა გველებისგან დაგესლილი ხალხი?