
იესო ქრისტეს გამოცხადება იოანესადმი
ბიბლია, ღვთისმეტყველ იოანეს გამოცხადების წიგნი, თავები: 1-22
იესო ქრისტეს მრავალი მოციქული იქნა მოკლული ან ნაწამები სახარების ქადაგებისთვის, რადგან მათ ბოლომდე შეინარჩუნეს ღვთის ერთგულება. მაგრამ ერთმა მოციქულმა ღრმა სიბერემდე მიაღწია და ოთხმოცდაათი წლის ასაკში ჯერ კიდევ იყო ქრისტიანული თემის წევრი ქალაქ ეფესოში. საუბარია იოანეზე. მიუხედავად იმისა, რომ მასაც დევნიდნენ იესოს რწმენის გამო, იგი მაინც არ მოკლეს. ამის მაგივრად ის გადაასახლეს ხმელთაშუა ზღვის უკაცრიელ კუნძულზე, სახელად პატმოსი. კუნძულის მოსახლეობას შეადგენდნენ მხოლოდ პატიმრები და მათი ზედამხედველები. კუნძულზე გამეფებულ სიჩუმეში ღმერთი ესაუბრებოდა იოანეს და დაანახვა მას, რომ იესო არის მეფე, და თუნდაც საყოველთაო გახდეს ქრისტიანთა დევნა, მათი ბედი მაინც მის ხელში იქნება!
ხილვებში, რომლებსაც იოანე თავისი შინაგანი მზერით ხედავდა, ღმერთმა ასევე მსოფლიოს ისტორიის დასასრული დაანახვა მას. ასეთი ხილვა თორმეტი ჰქონდა იოანეს, და მათ შესახებ მან დაწერა ბიბლიის უკანასკნელ, გამოცხადების წიგნში.
საბოლოო ხილვაში ღვთის ანგელოზმა ანახვა ზეციური დიდების მშვენიერი სურათი, რომელიც ღმერთის ხალხისთვის არის გამზადებული. მოციქულმა იოანემ იხილა სამოთხე, რომელშიც სიცოცხლის მდინარე, ბროლივით კრიალა, მოედინებოდა ღმერთისა და მისი კრავის ტახტიდან. მდინარის ნაპირზე კი იდგა სიცოცხლის ხე.
ამ ზეციურ სამოთხეში აღარავინ შესცოდავს, რადგან ცოდვა დამარცხებულია იესო ქრისტეს მიერ. და არასდროს დაბრუნდება ცოდვა, ურწმუნოება და სიკვდილი, რადგან ღმერთი გაანადგურებს მას. დახსნილი მორწმუნეები კი სამუდამოდ იმეფებენ ქრისტესთან ერთად ზეციურ სამეფოში.
ანგელოზმა უთხრა იოანეს, რომ ყველაფერი, რაც მოციქულმა მოისმინა და იხილა, სიმართლე და ჭეშმარიტებაა.
ხილვის ბოლოს თავად უფალმა იესომ უთხრა დამშვიდობებისას იოანეს:
_ მე ვარ ანი და ჰოე, პირველი და უკანასკნელი, დასაწყისი და დასასრული. მე ვარ ფესვი და შთამომავალი დავითისა, ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავი! მე მალე მოვალ!
_ ამინ! დიახ, მოდი, უფალო იესო! _ უპასუხა იოანემ.
კითხვები:
1) ვინ დაწერა ბიბლიის ბოლო წიგნი?
2) რატომ დაბრუნდება კვლავ მიწაზე იესო?
3) სად იქნებიან მარადიულად ადამიანები, რომლებსაც სწამთ იესო ქრისტესი?