მშობლებისთვის

მშობლებისთვის

შესავალი

დაბეჭდილია ევანგელურ ქრისტიან ბაპტისტთა ქ. მიტიშჩის ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ `ბიბლიური მისია~. დამკვეთი _ `რუსეთის ევანგელურ ქრისტიან ბაპტისტთა~ ცენტრალიზებული რელიგიური ორგანიზაცია.

ძვირფასო მშობლებო! თქვენ ხელთ გაქვთ წიგნი მთელი ოჯახისთვის! მასში აღწერილი ისტორიები წმინდა წერილიდან შესანიშნავი შესაძლებლობაა, გაეცნოთ ღვთის სიტყვას და ამბებს, რომლებიც შორეულ წარსულში ვითარდებოდა. როგორც ცნობილია, ბავშვები ძალიან გახსნილნი არიან არა მხოლოდ გარშემო მყოფი სამყაროს, არამედ სულიერ ჭეშმარიტებათა აღსაქმელად. ახლა, სანამ ისინი თქვენთან არიან, ნუ გაუშვებთ ხელიდან შესაძლებლობას, გაატაროთ მათთან დრო ბიბლიური ისტორიების კითხვაში, რათა მომავალში მათ გაუჩნდეთ სურვილი, გაეცნონ პირველწყაროს _ ბიბლიას, რომელიც უსათუოდ მოახდენს მათს ცხოვრებაზე კეთილისმყოფელ გავლენას.

ბიბლიის რეგულარულ კითხვას და ლოცვას დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვების სწორად აღზრდაში. გამონახეთ ამისთვის დრო! აღზარდეთ საკუთარი შვილები სიყვარულით, ჩაუნერგეთ მათ სულიერი ფასეულობანი ადრეული ბავშვობიდან.

ჩვენ გვჯერა, რომ ღმერთი დაეხმარება ამაში თქვენს ოჯახს ახლაც და მომავალშიც.

გულწრფელად გვსურს, რომ თქვენმა შვილებმა ადრეული ასაკიდანვე შეიმეცნონ ჭეშმარიტება წმინდა წერილის კითხვის საშუალებით, რასაც შეუძლია მათი ბავშვური და მომავალი ზრდასრული ცხოვრების გარდაქმნა!

მშობლებისთვის00:00 / 01:48